"პრეზიდენტო, ნუ ხარ ავი" - ამ მოწოდებით გამართა აქცია თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ადამიანის უფლებათა დამცველების საინიციატივი ჯგუფმა. მისმა მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სიძულვილის ენით საუბრისგან, რაც ზრდის საზოგადოებაში არსებულ ისედაც მაღალ პოლიტიკურ ტემპერატურას. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის მხრიდან ოპონენტების მიმართ ნათქვამი ყველა გამომწვევი და შეურაცხმყოფელი სიტყვა პირდაპირ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე, სიძულვილის ენა კი შემდგომ აგრესიას წარმოშობს და ამის მაგალითები წინასაარჩევნოდ საკმაოდ გახშირდა.
მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციასთან გაიმართა უფლებადამცველთა აქცია "პრეზიდენტო, ნუ ხარ ავი"
ყველაზე პოპულარული
1