Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს აეკრძალოთ ცივილიზებულ ქვეყნებში შესვლა, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციალურ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაული. მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების 50-ზე მეტი წარმომადგენელი, ამგვარ პირებად დასახელებულნი არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი. მიმართვის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მათი რანგისა, ვინც ხელი შეუწყო პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სისტემის ჩამოყალიბებას. მიმართვის ადრესატები არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოში აშშ-ის ელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG