Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ია


სააგენტო civil.ge იტყობინება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს, რაც 52 327–ით ნაკლებია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადგენილ საბოლოო მონაცემთან შედარებით. სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩევლის რაოდენობა 3 666 178 შეადგენს. ეს მონაცემი თავის მხრივ მოიცავს ამომრჩეველთა ძირითად სიას 3 381 022 ოდენობით; ამას დამატებული 50 731 ამომრჩეველი მისამართის გარეშე; 187 648 რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი ამომრჩეველი; და 46 777 პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩეველი. სიების დაზუსტების კომისიისა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის სხვაობა, რაც 52 327 შეადგენს, სიების კომისიაში იმით ახსნეს, რომ შესაძლოა ცესკომ ვერ მოახდინა პრობლემური მისამართების მქონე ამომრჩევლების უბნებად გადანაწილება; ხოლო ცესკოში მკაფიო პასუხი ამ საკითხზე არ ჰქონდათ, იუწყება civil.ge.
XS
SM
MD
LG