საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 53%-მა. თბილისში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე ნუ გააკეთებენ განცხადებას ვინმეს გამარჯვების შესახებ. ცესკოს სპიკერის თქმით, კენჭისყრის დროს არ მომხდარა მნიშვნელოვანი დარღვევები. ცესკო 20:00 საათისთვის გამოაქვეყნებს მორიგ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1