Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფემ პარლამენტი დაითხოვა


იორდანიის მეფე აბდულა მეორემ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა. პარლამენტის დათხოვნა მოჰყვა მის დაპირებას გაატაროს პოლიტიკური რეფორმები, რათა თავიდან აიცილოს ქვეყანაში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ჩატარება. პარლამენტის დათხოვნას წინ უძღოდა მოძრაობა ”მუსლიმთა საძმოს” მოწოდება პარასკევს დემონსტრაციის ჩატარების შესახებ. ივლისში ამ მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს უცხადებდნენ საპარლამენტო არჩევნებს. ისინი გამოდიან ამჟამინდელი სისტემის წინააღმდეგ, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მეფე ნიშნავს.
XS
SM
MD
LG