Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ირანიდან გაზის მიწოდება შეფერხდა


თურქეთის მედიის ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე ირანიდან ბუნებრივი აირის შესვლა შეჩერებულია მას შემდეგ, რაც „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ სეპარატისტულმა ჯგუფმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მილსადენი ააფეთქა. გასულ ხუთშაბათს კიდევ ერთმა აფეთქებამ თურქეთში ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის მუშაობაც შეაფერხა აზერბაიჯანიდან აირის თურქეთისთვის მიწოდება ასეთივე აფეთქების გამო მაისშიც იყო შეწყვეტილი. გასულ თვეში აზერბაიჯანულმა, ქართულმა და თურქულმა მხარეებმა მილსადენზე უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ერთობლივი სამხედრო სამუშაოები ჩაატარეს. „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მეამბოხეები თურქეთში ბოლო 30 წლის მანძილზე იბრძვიან. ამ ბრძოლას 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG