გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განცხადა, რომ საბერძნეთი უნდა დარჩეს ევროზონაში. ამასთან, მერკელი ბერლინის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა საბერძნეთს, ამ ქვეყანაში ვიზიტისას, რომელმაც ხმაურიანი პროტესტის ფონზე ჩაიარა. ათენში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებსა და აალებად ყუმბარებს ისროდნენ. ბერძნების ნაწილი გერმანიას ადანაშაულებს იმაში, რომ საბერძნეთს აიძულა, მიეღო მომჭირნეობის მკაცრი ზომები უცხოეთიდან კრედიტების მისაღებად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. ანგელა მერკელი დღეს პირველად ეწვია საბერძნეთს 2009 წელს ამ ქვეყანაში მწვავე ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა პროგრესს მიაღწია ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტის შემცირების მიმართულებით, თუმცა შესაძლებელია, გაუმჯობესდეს მდგომარეობა გადასახადების აკრეფისა და რეგიონებში ბუჯეტის ხარჯვის მიმართულებით.
ყველაზე პოპულარული
1