რუსეთის 83 რეგიონიდან 77-ში დღეს ადგილობრივი არჩევნები იმართება. კენჭისყრის ფარგლებში ხუთ რეგიონში აირჩევენ გუბერნატორებს. როგორც ვარაუდობენ, ხუთივე რეგიონში კვლავ მოქმედ გუბერნატორებს აირჩევენ, რომლებსაც მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი უჭერს მხარს. 2004 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა გუბერნატორების არჩევნები და რეგიონული მმართველების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს მიანიჭა. გუბერნატორების არჩევის პრაქტიკის აღდგენა მოჰყვა დეკემბერში დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელბიც რუსეთის საარჩევნო სისტემაში დარღვევების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა რუსეთის ოპოზიცია გუბერნატორთა არჩევნების აღდგენას კრიტიკით შეხვდა და ამას რეფორმის იმიტაცია უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1