კუბის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ესპანელ პოლიტიკურ აქტივისტს, ანხელ კარომეროს. ის დამნაშავედ სცნეს ავტოავარიაში, რომელშიც დაიღუპა ცნობილი კუბელი დისიდენტი, ოსვალდო პაია. კარომეროს, ოფიციალური ვერსიით, მანქანა გადაჭარბებული სისწრაფით მიჰყავდა და ამას მოჰყვა ავარია. პაიასთან ერთად, მანქანაში იჯდა და ასევე დაიღუპა მეორე დისიდენტი, ჰაროდ სეპერო. ბრალდებული აცხადებს, რომ ის სწრაფად არ მიდიოდა, მანქანაზე კონტროლი მან აუხსნელი მიზეზით დაკარგა. პაიას ახლობლები და მეგორები არ ეთანხმებიან ოფიციალურ ვერიას.
ყველაზე პოპულარული
1