Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ლიბანს დაპირდა გენერალ ვისამ ალ-ჰასანის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას


აშშ-მა განაცხადა, რომ დაეხმარება ლიბანს გენერალ ვისამ ალ-ჰასანის მკვლელობის გამოძიებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ტელეფონით ესაუბრა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის და დაგმო პარასკევს მომხდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის - ვიქტორია ნულანდის განცხადებით, კლინტონი და მიკატი შეთანხმდნენ, რომ აშშ ლიბანს თავდასხმის გამოძიებაში დაეხმარება. 19 ოქტომბერს ბეირუთში ქვეყნის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი გენერალი ვისამ ალ-ჰასანი მოკლეს 7 თანმხლებ პირთან ერთად. გენერალი ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში სირიისა და ჰიზბოლას შესაძლო კავშირებს იძიებდა. ლიბანის ოპოზიცია გენერალ ჰასანის მკვლელობაში სირიის რეჟიმს ადანაშაულებს, პასუხისმგებლობას ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის აკისრებს და მთავრობის გადადგომას ითხოვს. თუმცა, მიკატი აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მას სთხოვა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განაგრძოს მთავრობის გაძღოლა. კვირას, გენერალ ალ-ჰასანის დაკრძალვას მოჰყვა შეტაკება. სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ მიკატის ოფისში შეჭრას შეეცადნენ. ისინი მიკატის ბრალს სდებდნენ სირიის მარიონეტობაში.
XS
SM
MD
LG