Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ ბერიძე არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ავთანდილ ბერიძე აირჩიეს, - ამის შესახებ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ნატა იმედაიშვილი იუწყება ბათუმიდან, სადაც ახალი მოწვევის აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართა. ფარული კენჭისყრის შედეგად, ავთანდილ ბერიძეს 21 დეპუტატიდან მხარი დაუჭირა 13 კანონმდებელმა, 8-მ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი. ავთანდილ ბერიძე 1 ოქტომბერს საქართველოსა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის თავმჯდომარე და ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატია. ორშაბათს კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უამაღლესი საბჭოს პრემიერ-მინისტრსა და ახალ კაბინეტს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG