Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიშხალ ”სენდის” აშშ-ში 72 ადამიანი ემსხვერპლა


ქარიშხალ ”სენდის” აშშ-ში 72 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კიდევ რამდენიმე შტატში სერიოზული ზარალია, ტერიტორიის ნაწილი კვლავაც დატბორილია. დღეს ნაწილობრივ აღდგება ნიუ იორკის მეტროს მუშაობა. თანდათან ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ნიუ იორკის სამი აეროპორტიც. მანჰეტენის ზოგიერთ კვარტალში ჯერაც არ აღდგენილა ელექტრომომარაგება. ელექტროენერგიის გარეშეა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ათასობით საცხოვრებელი სახლიც.
XS
SM
MD
LG