Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ათასობით ნაციონალისტი შეიკრიბა „რუსულ მარშზე“


მოსკოვში, პოლიციის ცნობით, 6000-მდე ადამიანი მონაწილეობდა ნაციონალისტების ე.წ. „რუსულ მარშში“, რომელიც ჩატარდა „სახალხო ერთობის დღესთან“ დაკავშირებით. "სახალხო ერთობის დღეს" რუსეთში აღნიშნავენ 4 ნოემბერს, 1612 წელს მოსკოვიდან პოლონელი და შვედი დამპყრობლების გაძევების აღსანიშნავად. „რუსული მარშები“ ჩატარდა კიდევ 10-ზე მეტ ქალაქში, ზოგან შესაბამისი სანქციის გარეშე. მოსკოვში მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაში 20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ დააკავა 25-მდე პირი აკრძალული, ნაცისტური სიმბოლოების ტარების გამო. ნაციონალისტების ერთ-ერთი მოთხოვნა მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას დაასახელა რუსული მარშის ორგანიზატორმა, ვლადიმირ ტორმა: „ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეჩერდეს შუა აზიიდან იმიგრაციის ტალღა. აუცილებელია შუა აზიის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შემოღება და ბოლოს მოღება ავღანეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ჰეროინისა და დანარჩენი ოპიატების ტრეფიკინგისათვის“.
XS
SM
MD
LG