Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინფორმაციო სააგენტოებმა ბაჩო ახალაიას მიმართვა გაავრცელეს


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართვა გაავრცელეს დღეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა. ”ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას”, - ნათქვამია მიმართვაში. ბაჩო ახალაიას განცხადებით, ქვეყანა დროებით დატოვა, რადგან არ სურდა დღეს უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა, რომ ხელს შეუშლიდა ხელისუფლების გადაცემის პროცესს. ”მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს”, - ნათქვამია მიმართვაში. ახალაია აღნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, მზად არის პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას.
XS
SM
MD
LG