Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათება ნაწილობრივ გამოირთვება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე


თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება ნაწილობრივ გამოირთვება. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი ბიუჯეტით პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება შეუმცირდა, ამიტომ მიმართავენ იძულებით ზომას და გამორთავენ განათებას, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რაც უსაფრთოეხობის უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი. ”ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რომელიც დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო იძულებულნი ვართ განათება გამოვრთოთ”, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაში. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შემცირდება.
XS
SM
MD
LG