Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სერბიისა და კოსოვოს ლიდერთა შეხვედრას მასპინძლობს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოლაპარაკებების განსაახლებლად დაპატიჟა სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები. ივიცა დაჩიჩი სერბიის პრემიერ-მინისტრი და მისი კოსოვოელი კოლეგა ჰაშიმ ტაჩი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან. მხარეთა მოლაპარაკებების თემაა ურთიერთობების ნორმალიზება. ორი პრემიერ-მინისტრი ეშტონის კაბინეტში ერთმანეთს ოქტომბერში შეხვდნენ და უმაღლეს დონეზე ამ რანგის პირველი მოლაპარაკებები გამართეს. სერბია არ აღიარებს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას, რაც ევროკავშირის 27 წევრიდან 22, მსოფლიოში კი 92 სახელმწიფომ სცნო. კოსოვოსა და სერბიას შორის მოლაპარაკებები თებერვალში, სერბიაში მიმდინარე არჩევნების გამო შეწყდა. ორ ქვეყანას შორის მიღწეულია შეთანხმება საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლის შესახებ. ევროკავშირი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირში სერბიის გაწევრიანებისათვის.
XS
SM
MD
LG