Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა დასრულდა


14 ნოემბერს ჩინეთში დასრულდა ამ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის, კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობა, რომლის შედეგების კვალობაზე, 15 ნოემბერს პარტიისა და ქვეყნის მომავალი ხელმძღვანელობის ვინაობა გახდება ცნობილი. ყრილობაზე ჩინეთის ლიდერმა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ხუ ძინტაომ, რომელმაც აღიარა, რომ პარტიაში გამეფებულია კორუფცია, გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთის კომპარტია „ქირურგიული ჩარევების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებს დაავადების განკურნებას.“ მოსალოდნელია, რომ ხუთშაბათს ჩინეთის ლიდერისა და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნი პოსტს სი ცზინპინი დაიკავებს.
XS
SM
MD
LG