Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში იწყებს ვიზიტს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველ საგარეო ვიზიტს იწყებს. ის სამხრეთ აზიის სამ ქვეყანას ესტუმრება. კვირას ტაილანდში ჩავა, სადაც ხაზს გაუსვამს ბანგკოკის, როგორც შეერთებული შტატების მოკავშირის მნიშვნელობას და შეხვდება მეფე ფხუმიპონ ადულიადეტს. შემდეგ ობამა გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წარსულში სამხედრო დიქტატურის მქონე ქვეყანას, ბირმას ესტუმრება. ბოლო პერიოდში ბირმამ დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. ტურნეს ობამა კამბოჯაში დაასრულებს, სადაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას და აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრება. ვაშინგტონი ესწრაფვის სამხედრო და სავაჭრო კავშირების გამყარებას ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-ის დახმარებით სურთ ჩინეთის მზარდი ძალაუფლების დაბალანსება.
XS
SM
MD
LG