Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ-ავივში 10 ადამიანი დაიჭრა ავტობუსში აფეთქების შედეგად


ისრაელის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის ცნობით, თელ-ავივში აფეთქება მოხდა ავტობუსში სამხედრო შტაბ-ბინის მახლობლად. როგორც იუწყებიან, დაიჭრა, სულ ცოტა, 10 ადამიანი, მათ შორის სამი - მძიმედ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს პრესმდივანმა აფეთქებას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. პოლიციის პრესმდივნის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ბომბი ავტობუსში იყო ჩადებული, თუ აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ისრაელი განაგრძობს ოპერაციას ღაზის სექტორში გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ. ოპერაციის შედეგად დაღუპულია 130-ზე მეტი პალესტინელი.
XS
SM
MD
LG