საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თბილისში შეხვდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პადრეგ მარფი და ეუთოს მომავალი თავმჯდომარის, უკრაინის სპეციალური წარმომადგენელი ანდრეი დეშიცა. შეხვედრა დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძეც. როგორც იუწყებიან, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკება მნიშვნელოვანი ფორმატია და აუცილებელია მისი გაძლიერება. საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობის გააქტიურების აუცილებლობასაც.
ყველაზე პოპულარული
1