Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინამ გაეროში სტატუსი აიმაღლა


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა პალესტინელთა რეზოლიციის პროექტს, რათა პალესტინის მისიის სტატუსში ”ერთეულის”, "მუდმივი მეთვალყურის", ნაცვლად ჩაიწეროს”არა-წევრი სახელმწიფო”. ეს კი, ირიბად პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებად აღიქმება. რეზოლუციას მხარი 138 სახელმწიფომ დაუჭირა. 9 წინააღმდეგი იყო, 41-მა კი თავი შეიკავა. ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი უკან დასწია, აშშ-მ კი განაცხადა, რომ გადაწვეტილება ”სამწუხარო” იყო. აშშ და ისრაელითვლიან, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ გზა პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადის.პალესტინელთა ლიდერმა, მაჰმუდ აბსმა, კენჭისყრამდე, ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროში პალესტინელთა თვითმმართველობის სტატუსის საკითხის დასმა „ორი სახელმწიფოს შექმნის“ ბოლო შანსია. ”არა-წევრი სახელმწიფოს” სტატუსი პალესტინას ანიჭებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობის უფლებას და ის შეეცდება ისრაელის მიერ საომარი დანაშაულების ჩადენის საკითხის განხილვა მოითხოვოს.
XS
SM
MD
LG