Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი


პარასკევს თბილისში დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში, მამუკა ხვედელიანი, რომელსაც წარდგენილი აქვს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდება. პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში მას მიაყენეს მძიმე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. მასზე ფიზიკური ზემოქმედებისას, ადგილი ჰქონდა სქესობრივ ძალადობასაც. დაზარალებულს აიძულებდნენ, ეთქვა სიმართლე ბაკურიანში იმ დღეს მომხდარი ჩხუბის შესახებ. პირებს შორის, ვინც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, იყო გიორგი ხვედელიანიც - შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს მაშინდელი უფროსი.
XS
SM
MD
LG