Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია იუწყება სოფელ კოდასთან ინციდენტის მოგვარების შესახებ


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმით გათვალისწინებული ცხელი ხაზის გამოყენებას სოფელ კოდასთან მომხდარი ინციდენტის განსამუხტად. ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა 2 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2 დეკემბერს ევროკავშირის მისიამ მონიტორინგი ჩაატარა და ორგანიზება გაუწია მხარეებს შორის კომუნიკაციას მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია სროლაზე ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფლებთან ალბანოსთან, კოდასთან და წნელისთან. ევროკავშირის მეთვალყურეებმა ცხელი ხაზის გამოყენებით კონტაქტი დაამყარეს ყველა მხარესთან და მოგვიანებით შეხვდნენ მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის მანქანასაც ცეცხლი გაუხსნეს ინციდენტის დროს. გაიმართა აგრეთვე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და საქართველოს წარმომადგენელი სამართალდამცველების შეხვედრა ინციდენტის განსახილველად. ევროკავშირის მისია ყველა მხარეს მოუწოდებს კონსტრუქციული მიდგომისაკენ, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG