Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებენ, უარი თქვას რაკეტის გაშვებაზე


ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებენ, გააუქმოს მიმდინარე თვეში რაკეტის გაშვების გეგმა. ფხენიანი ამბობს, რომ რაკეტას იყენებს ორბიტაზე სატელიტის გასაყვანად, მაგრამ უცხოეთში შიშობენ, რომ ფხენიანი სინამდვილეში აპირებს ბირთვული ქობინისათვის გამოსადეგი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს პრესმდივანმა, კი იუნ-სუკმა, სეულში დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ ჩრდილოეთი კორეა გაითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას: „საერთაშორისო თანამეგობრობა და შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გეგმა და ითანამშრომლოს ჩვენს მოთხოვნებთან, რადგან მისი ქმედება პროვოკაციულია“. ჩრდილოეთ კორეას რაკეტის გაშვებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ იაპონია და რუსეთიც. ჩინეთი, რომელიც ფხენიანის მთავარი პოლიტიკური მოკავშირეა, „შეშფოთებას“ გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG