Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქების შედეგად დაიჭრა დაზვერვის სამსახურის უფროსი


ქაბულში აფეთქების შედეგად დაიჭრა ავღანეთის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელი, ასადულა ხალიდი. ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში დღეს მაღალი რანგის ავღანელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ასადული ხალიდი, რომელიც წარსულში გუბერნატორისა და მინისტრის პოსტებზე მუშაობდა, სექტემბერში დაინიშნა დაზვერვის უწყების ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG