Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი-საქართველოს წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა ევროპაში ჩატარდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარდება. თავად ზურაბ აბაშიძემ ”ინტერპრესნიუსს” უთხრა: ”დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
XS
SM
MD
LG