Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიციამ დაშალა ოპოზიციის უსანქციო მიტინგი


ბაქოში პოლიციამ დაარბია ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების კოალიცია „საჯარო პალატის“ უსანქციო მიტინგი. ათობით აქტივისტმა სცადა ბაქოს ცენტრში შეკრება ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ მიტინგზე სანქცია არ გაუცია ქალაქის ხელმძღვანელობას, პოლიციამ მოედანზე მისვლის საშუალება არ მისცა ოპოზიციონერებს. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა ადგილას იდგნენ და დემონსტრანტებს აკავებდნენ. ოპოზიციონერების მონაცემებით, დაკავებულია 80-მდე ადამიანი. აზერბაიჯანის პოლიცია უარს ამბობს კომენტარზე.
XS
SM
MD
LG