Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ კონსტრუქციული პოზიცია


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ კონსტრუქციული პოზიცია, რომელიც კონცენტრირებულია „მომცრო ნაბიჯებით წინსვლაზე“. ამ მოწოდებით ოთხშაბათს გამოვიდა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი, პედრეგ მარფი, ჟენევის დისკუსიების 22-ე რაუნდთან დაკავშირებით. ეუთოს მიერ გავრცელებული განცხადებით, დისკუსიის დროს მარფიმ ყურადღება გაამახვილა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე და წყალმომარაგების პროექტებზე, რომლებიც ეუთოსა და ევროკავშირის ძალისხმევით განხორციელდა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. დისკუსიების თანათავმჯდომარეების - მარფისთან ერთად, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელ ფილიპ ლეფორისა და გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენის - ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2013 წლის მარტში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 22-ე რაუნდში ქართული მხარის დელეგაცია ახალი შემადგენლობით მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG