Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშნალი“ პაკისტანის მთავრობას აკრიტიკებს


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ პაკისტანის მთავრობას მოუწოდებს სამართლებრივი სისტემის რეფორმისაკენ. ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ასახულია, მისი შეფასებით, „სამართლებრივი განუკითხაობა“ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში. „ამნესტის“ ცნობით, პაკისტანის შეიარაღებული ძალები დაუსჯელად მოქმედებისათვის იყენებენ ახალ კანონებს, რადგან რეგიონში არ არის უზრუნველყოფილი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის სახელდება პატიმრების წამების და სიკვდილის, ადამიანების ხანგრძლივი ვადით უკანონოდ დაკავების შემთხვევები.
XS
SM
MD
LG