Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციაში მონაწილე ხუთი ადამიანი


პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტის ვაქცინაციაში მონაწილე ხუთი ადამიანი, რასაც მოჰყვა ვაქცინაციის პროგრამის შეწყვეტა. როგორც ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა კარაჩის პოლიციის წარმომადგენელმა, დაუდგენელმა პირებმა სამშაბათს მოკლეს პროგრამაში ნებაყოფლობით მონაწილე ორი ქალი კარაჩიში და ერთი ქალი კარაჩის მახლობლად მდებარე ქალაქ აურანგკიში. გაეროს ცნობით, ასევე კარაჩის მახლობლად ორშაბათს იქნა მოკლული კიდევ ერთი ქალი. სინდის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, საღირ აჰმადის განცხადებით, ვაქცინაციის სამდღიანი პროცესი, რომელიც მეორე დღე იყო, მიმდინარეობდა, მთელს პროვინციაში შეაჩერეს. ვრცელდება ასევე ცნობა, რომ სამშაბათს პაკისტანის ქალაქ ფეშავარშიც მოკლეს ქალი, რომელიც მონაწილეობდა პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში.
XS
SM
MD
LG