Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავს ესხმიან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიის თანამშრომლებს


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს ქალაქ ფეშავარში დაჭრეს პოლიომიელიტის აცრების პროგრამის კიდევ ერთი თანამშრომელი. ორშაბათს და სამშაბათს ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე 6 პირი მოკლეს. ერთ-ერთი სამშაბათს ფეშავარში მოკლეს. დანარჩენებს კი კარაჩიში დაესხნენ თავს. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა, ცნობილია, რომ თალიბანის წევრებმა ადრე დაგმეს ვაქცინაციის კამპანია, რადგან მას დასავლეთის ჯაშუშობის შენიღბვად თვლიან. პროგრამის თანამშრომლებზე თავდასხმებმა სინდჰის პროვინციაში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიის შეჩერება გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ”იუნისეფმა” დაგმეს თავდამსხმელთა ქმედება. პოლიომიელიტის გავრცელება დღეს მხოლოდ პაკისტანში, ავღანეთსა და ნიგერიაში აღინიშნება.
XS
SM
MD
LG