Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი: იერუსალიმი ებრაელის ხალხის დედაქალაქი იყო სამი ათასი წლის წინ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ, დღეს, უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან შეხვედრისას, იერუსალიმში განაცხადა, მისი მთავრობა მშენებლობას აწარმოებს იერუსალიმში ამ ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის. ამას აკეთებდა ყველა წინა მთავრობა და ჩემი მთავრობა ამას აგრძელებს განაცხადა პრემიერმა. ნეტანიაჰუს მთავრობის მიმართ კრიტიკა გაისმა, პალესტინელთა ტერიტორიებზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობის ახალი გეგმის გამო. სხვათა შორის კრიტიკა გაისმა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც. ნეტანიაჰუმ განაცხადა დღეს, რომ "იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქი იყო სამი ათასი წლის წინ". პალესტინელთა თვითთმართველობას, ამ ერთეულისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შემთხვევაში, სურს დედაქალაქად აღმოსავლეთი იერუსალიმის გამოცხადება. ისრაელს ცალმხრივად მიღებული აქვს კანონი, რომლის თანახმად, იერუსალიმი ამ ქვეყნის დედაქალაქია.
XS
SM
MD
LG