Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის ცნობით პატარკაციშვილის ოჯახი ” ბორჯომის" აქციებს ყიდის


2012 წლის ბოლომდე ”IDS ბორჯომის" აქციების საკონტროლო პაკეტს მიხეილ ფრიდმანთან დაკავშირებული "ალფა-ჯგუფი" გამოისყიდის - ამის შესახებ რუსული გაზეთი "კომერსანტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის ცნობით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ”კომერსანტი” წერს, რომ აქციებს ყიდის გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. იმავე ინფორმაციით, ოჯახი "ბორჯომის" მინორიტალურ მფლობელად დარჩება.
XS
SM
MD
LG