Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს


სააგენტოების ცნობით, სირიის სამთავრობო დელეგაცია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. განიხილება წინადადებები სირიის კონფლიქტის დასასრულებლად. სირიის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებს. შაბათს კი მოსკოვში გაიმართება მოლაპარაკებები, რომელშიც სირიის საკითხზე საერთაშორისო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმიც ჩაერთვება. მიმდინარე კვირის დასაწყისში ბრაჰიმი დამასკში სირიის პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთი, რომელიც სირიის დიდი ხნის მოკავშირე და იარაღის მიმწოდებელია, აცხადებს, რომ ის არ იცავს ასადს, თუმცა, სურს, რომ სირიელებმა თვითონ მოილაპარაკონ კონფლიქტის მოგვარებაზე. მოსკოვი აკრიტიკებს დასავლეთსა და არაბულ სახელმწიფოებს მეამბოხეთა მხარდაჭერისთვის.
XS
SM
MD
LG