Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ახვლედიანი: ”რიყის საქმე” პოლიტიკური დაკვეთაა


მოწმის სტატუსით დასაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ახვლედიანის დაკითხვა უკავშირდება 2006 წელს რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლას. იმ პერიოდში მამუკა ახვლედიანი თბილისის ვიცე-მერი იყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი თბილისის მერიამ 7 მილიონ დოლარად 2006 წელს გაასხვისა და ორი წლის შემდეგ 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა. დაკითხვის დაწყებამდე მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს და მიიჩნევს, რომ უფრო ადრე უნდა დაეკითხათ, ვიდრე ამავე საქმის გამო დაბარებული თანამდებობის სხვა პირები. ახვლედიანის შეფასებით, ”რიყის საქმე” პოლიტიკური დაკვეთაა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG