Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს ვაჟი „დიდ პოლიტიკაში“ ჩაერთო


პაკისტანის ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბჰუტოს ვაჟმა, 24 წლის ბილავალ ზარდარიმ განაცხადა, რომ იწყებს პოლიტიკურ კარიერას. ტერაქტის დროს მოკლული პოლიტიკოსის ვაჟმა ეს განაცხადა საოჯახო მავზოლეუმთან, მრავალათასიანი თავყრილობის წინაშე. ხუთშაბათს ხუთი წელიწადი შესრულდა ბენაზირ ბჰუტომ მსკვლეობიდან. მისმა ვაჟმა, მამის, პაკისტანის პრეზიდენტ, ასიფ ალი ზარდარისთან ერთად მდგომმა, პირობა დადო, რომ იბრძოლებს ძალებთან, რომლებიც "დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან". ბილავალ ზარდარი პაკისტანის სახალხო პარტიის თანათამჯდომარეა, თუმცა აქტიურ როლს პოლიტიკაში არ თამმაშობდა, რადგან ბრიტანეთში, უნივერსიტეტში განათლებას იღებდა.
XS
SM
MD
LG