Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ბრალი წარუდგინეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს


ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, ავიგდორ ლიბერმანს. მას ბრალი ედება თაღლითობასა და ნდობით ბრორტად სარგებლობაში. ლიბერმანი მიმდინარე თვეში გადადგა მინისტრის პოსტიდან. ბრალდების თანახმად, ის დაწინაურებაში დაეხმარა დიპლომატს, რომელმაც ის გააფრთხილა, რომ მიმდინარეობდა ლიბერმანის მიერ დაშვებული ფინანსური მაქინაციების საიდუმლო გამოძიება. ყოფილი მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს. ის სათავეში უდგას რადიკალურ ნაციონალისტურ პარტიას „ჩვენი სახლია ისრაელი“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს პარტიასთან ერთად შედის საარჩევნო ბლოკში, 22 იანვრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG