Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ასადი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს კონფერენცია ეროვნული შერიგების თემაზე


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს კონფერენცია ეროვნული შერიგების თემაზე და შემუშავებულ იქნეს ახალი კონსტიტუციის პროექტი. მაგრამ ხალხისადმი ტელემიმართვაში ასადმა აღნიშნა, რომ დიალოგისთვის მზად არის ოპოზიციის მხოლოდ იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც არ არიან დასავლეთის „მარიონეტები“, და მხოლოდ იმ პირობით, რომ შეწყდება უცხოეთიდან იმ მეამბოხეთა დაფინანსება, რომელთაც პრეზიდენტმა „ალ-ყაიდის“ ტერორისტები უწოდა. სირიის ოპოზიციამ, რომელიც ქვეყანაში კონფლიქტის მოგვარების მთავარ პირობად ასადის გადადგომას მიიჩნევს, მწვავედ გააკრიტიკა მისი გამოსვლა. მისი აზრით, ბაშარ ასადის გამოსვლა ზიანს მოუტანს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უკანასკნელ შესაძლებლობას. ასადის ინიციატივას „ფარისევლური“ უწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.
XS
SM
MD
LG