Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი განაგრძობს ოპერაციებს მალიში ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ოპერაციებს დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალიში, რათა შექმნას პირობები აფრიკელი მოკავშირეების ინტერვენციისათვის, მალიში ისლამისტი მეამბოხეების დასამარცხებლად.საფრანგეთს დაწყებული აქვს საჰაერო იერიშები მალიში, რათა არ იქნეს დაშვებული ექსტრემისტების წინსვლა დედაქალაქ ბამაკოსაკენ. სამხედრო პირებისა და თვითმხილველების თქმით, შაბათს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საჰაერო დარტყმების შედეგად. შაბათს უფრო ადრე, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ მალიში ისლამისტ მეამბოეხებთან შეტაკებისას დაიღუპა ვერტმფრენის ფრანგი პილოტი. მინისტრის თქმით, რამდენიმე ასეული ფრანგი ჯარისკაცი მონაწილეობს მალის ოპერაციაში. ამ ქვეყნის მთავრობამ ოფიციალურად სთხოვა საფრანგეთს დახმარება ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG