Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე ლატვიაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს


ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ლატვიელ კოლეგას, ედგარ რინკევიჩს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო უწყების მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი წამყვანი ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხებს. ლატვიიდან მაია ფანჯიკიძე გაემგზავრება ჩეხეთში, სადაც ოფიციალური შეხვედრები 15 იანვარს იგეგმება.
XS
SM
MD
LG