ავღანეთში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გერმანიის კლინიკაში მოინახულა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში თალიბებთან შეტაკებისას დაჭრილი რამაზ დავითაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას პოლკოვნიკმა ძნელაძემ ჰოსპიტალში გადასცა უწყებრივი მედალი „საბრძოლო იარისათვის.“ თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ამჟამად გერმანიაში მკურნალობს ავღანეთში დაჭრილი ორი ქართველი სამხედრო, რომელთაგან ერთი სამშობლოში იანვრის ბოლოს დაბრუნდება, კაპრალი რამაზ დავითაია კი მკურნალობას განაგრძობს.
ავღანეთში დაჭრილი კაპრალი გერმანიის კლინიკაში მოინახულა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა
ყველაზე პოპულარული
1