Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ


თანამდებობა დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელიც ამ პოსტზე მუშაობდა არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგაც. სააგენტო „პირველს“ ვაშაკიძემ განუცხადა, რომ თანამდებობა დატოვა დღევანდელი საგარეო პოლიტიკის როგორც კურსთან, ასევე სტილთან შეუთავსებლობის გამო და ეს შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც. ყოფილი მოადგილის გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძეს შესთავაზა დარჩენა, ან ელჩობა მის მიერვე შერჩეულ ქვეყანაში, თუმცა, მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
XS
SM
MD
LG