ისრაელში დღეს გამრთულ საპარლამენტო, ვადამდელ არჩევნებში, ეგზიტ პოლების თანახმად, ლიდერობს პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს მმართველი, ლიკუდ-ბეიტენუს პოლიტიკური კავშირი, რომელმაც, ამ მონაცემებით, 120 ადგილიან კნესეტში 31 ადგილი დაისაკუთრა, რაც წინა პარლამენტში ადგილების მის რაოდენობზე 11 მანდატით ნაკლებია. თუმცა, ნეტანიაჰუ, ამ მონაცემებით მაინც შეძლებს მთავრობის შექმნის მანდატი მიიღოს. ეგზიტ პოლების თანახმად, მოულოდნელად კარგი შედეგი აქვს ლიბერალულ, "მომავლის პარტიას", რომელიც სავარაუდოდ, 19 მანდატს დაეპატრონება. წარმატებას მიაღწიეს პოლიტიკურმა ახალბედებმა, მუშათა და ულტრანაციონალისტურმა პარტიებმა. საბოლოო ოფიციალური შედეგები ოთხშაბათს დილით გამოქვეყნდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა თითქმის 64-მა პროცენტმა, რაც მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე პოპულარული
1