ირანის უშიშროების ძალები თეირანის 5 გაზეტში შეიჭრნენ და ათობით ჟურნალისტი დააკავეს. ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ჟურნალისტებს ბრალი ედებათ ”ანტირევოლუციურ მედიასთან’ თანამშრომლობაში - ამ ტერმინით ირანში უცხოურ მედია ორგანიზაციებს მოიხსენიებენ, მათ შორის რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - ”რადიო ფარდას”, აგრეთვე ამერიკის ხმას და ”ბიბისის”.
ყველაზე პოპულარული
1