Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთმა კორეამ ორბიტაზე სატელიტი გაუშვა


სამხრეთი კორეა აცხადებს, რომ საკუთარი ტერიტორიიდან პირველად გაუშვა სატელიტი ორბიტაზე. ეს ნაბიჯი რამდენიმე კვირაში მოჰყვა მეტოქე ჩრდილოეთ კორეის მიერ ორბიტაზე თავისი პირველი სატელიტის გაშვებას. სამხრეთ კორეის სატელიტის მისია, ცნობების თანახმად, ერთი წელი გაგრძელდება და მისი მთავარი ამოცანაა კოსმოსურ რადიაციაზე მონაცემების შეგროვება. სამხრეთ კორეიდან სატელიტის გაშვების წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
XS
SM
MD
LG