თურქეთის მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ, „ხალხის განთავისუფლების რევოლუციურმა ფრონტმა“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა პარასკევს ანკარაში, შეერთებული შტატების საელჩოსთან მომხდარი აფეთქებისთვის. პარტიის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ნათქვამია, რომ საელჩოს შესასვლელთან თავი აიფეთქა ორგანიზაციის წევრმა, ალისან სანლიმ. აფეთქების შედეგად დაიღუპა საელჩოს დაცვის წევრი და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თურქეთის მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ იკისრა
ყველაზე პოპულარული
1