Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 57-მდე გაიზარდა უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი


ეგვიპტეში 57-მდე გაიზარდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი. კვირას გარდაიცვალა 26 წლის მანიფესტანტი, რომელიც პარასკევს კაიროში მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. მღელვარება დაიწყო 24 იანვარს, იმ ამბოხების მეორე წლისთავის წინ, რომლის შედეგადაც დაემხო ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი.
XS
SM
MD
LG