Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში გაიმართა მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაცია


ტუნისში მმართველი პარტიის ათასობით მომხრემ გამართა მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაცია. ის მოჰყვა წინა დღეს, პარასკევს, დედაქალაქ ტუნისში ოპოზიციის ლიდერის, მკვლელობის მსხვერპლი ჩოკრი ბელაიდის დაკრძალვას. მაგრამ შაბათს დედაქალქთან, ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს მმართველი პარტიის ოფისებს და რამდენიმე ქალაქში თავს დაესხნენ პოლიციის ობიექტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 16-დან 25 წლამდე ასაკის 230 ადამიანი. ცნობილი ოპოზიციონერის მკვლელობას ტუნისში მწვავე პროტესტი მოჰყვა. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ისმოდა მთავრობის მიმართ კრიტიკული შეძახილები. შაბათს ზედიზედ მესამე დღეს გაგრძელდა საპროტესტო გამოსვლები ტუნისში, სადაც 2010 წლის დეკემბერში დაიწყო არაბულ გაზაფხულად წოდებული მოვლენები.
XS
SM
MD
LG