Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი: არავის სურს, საქართველოში პოლიტიკა საშიში მიმართულებით წავიდეს


”ვფიქრობ, ყველასთვის გაკვეთილი იყო პარასკევის ძალადობა, რადგან არავის სურს საქართველოში პოლიტიკა წარსულის მსგავსად საშიში მიმართულებით წავიდეს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. მან კონსტრუქციული უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს. ”ვფიქრობ, შესაბამისი მხარეები სწავლობენ და ეძებენ საშუალებებს, რომ ამ პოზიტიური ფრაზების და იდეების საფუძვლეზე გამოძებნონ გზები წარმატებული თანაარსებობის მისაღწევად, რადგან იციან, რომ ეს საქართველოს ინტერესებშია”, - აღნიშნა ნორლანდმა. აშშ-ის ელჩის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გზა გამონახოს და საქართველომ განაგრძოს სვლა დადებითი მიმართულებით.
XS
SM
MD
LG