Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილ-უსუფაშვილის შეხვედრა მომავალი შეხვედრების სურვილით დასრულდა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დისკუსიამ უნდა გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში. მისი თქმით, ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია. მისივე განმარტებით, "ვერ იტყვის, რომ ყველაფერზე ჩამოყალიბდნენ და შეთანხმდნენ". "მას აქვს თავის პოზიცია, ჩვენ - ჩვენი და ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება დისკუსია. მთავარია, რომ ასეთი დიალოგი უნდა გაგრძელდეს. განხილვები იქნება როგორც უმცირესობის შიგნით, ასევე უმრავლესობის შიგნით პრემიერ-მინისტრთან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. დიალოგის გაგრძელების სურვილი დაადასტურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. დავით უსუფაშვილის თქმით, ბევრი საკითხი, რაც უმრავლესობამ დააყენა, გადაწყვეტადია, თუმცა, ამას სჭირდება დიალოგის რეჟიმი. თუმცა, თუ როდის და რა ფორმატით გაგრძელდება დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG